weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გორში კორპუსს ქარმა სახურავი მესამედ გადახადა

11:39 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

გორში, სტალინის გამზირზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. სახურავი ცენტრალურ გზაზე დაეცა და ორი მანქანა დააზიანა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი გაწმენდითი სამუშაოების დროს იპოვეს ძაღლი, რომელიც სახურავმა იმსხვერპლა.

ფოტო და ვიდეომასალას შემთხვევის ადგილიდან გამოცემა qartli.ge-ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან შესახვედრად დაიბარეს კომპანია "მშენებელი 2013- ის“ დირექტორი მამია ბორცვაძე, რომელმაც უკვე კატეგორიულად უარყო, რომ დაზიანება მათი ცუდად შესრულებული სამუშაოს ბრალია, -  "ჩვენს კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. არა მარტო შიდა ქართლში, არამედ კახეთში და საქართველოს სხვა რეგიონებში".

გორის მერის განცხადებით, საკითხს დეტალურად შეისწავლიან შესაბამისი სამსახურები.

Qartli.ge წერს, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქარმა ამ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.  

2017 წელს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, "მშენებელი 2013-მა“ მანამდე არსებული სახურავი მთლიანად მოხსნა და ახალი გააკეთა. ასევე დაამონტაჟა ახალი სამერცხულები.

2013 წელს სტალინის გამზირზე არაერთი კორპუსის სახურავი დაზიანდა, მათ შორის N1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა და ამ საკითხთან დაკავშირებით გორი იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოინახულა.

2013 წლის სარეაბილიტაციო ნუსხაში მოხვდა სწორედ სტალინის #1 კოპურსის სახურავი. მაშინ აღნიშნული სახურავი კომპანია ,,ალონისმა" გააკეთა, რაშიც 141 400 ლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]