weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სახლში შეცდომით გაწერილ ნინოწმინდელ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

14:54 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრებს, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის კარანტინიდან სახლში შეცდომით გაუშვეს, კოვიდინფექცია დაუდასტურდა. მისი ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო სოფელი თვითიზოლაციაშია.

ინფორმაციას ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით, ,,სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. გამოცემასთან ცენტრის ხელმძღვანელმა, ტიგრან ეგოიანმა დაადასტურა, რომ ანალიზის პასუხი კორონავირუსზე სუსტი დადებითია.

44 წლის კაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის მაისის დასაწყისში დაბრუნდა საქართველოში და კარანტინს გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში გადიოდა.

პაციენტი 31 მაისს სახლში გაუშვეს, მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ანალიზის პასუხები აერიათ და გაწერილი პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც გაირკვა, კოვიდინფიცირებულს ოჯახის წევრების გარდა ასამდე თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, გუშინ, მედიასთან საუბარში, ტესტების არევის ფაქტი უარყო.

„გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი. არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობდა, რომ პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]