weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეთრიწყაროში საკარანტინო რეჟიმი უქმდება

16:01 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

პრემიერ-მინისტრმა თეთრიწყაროში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების უახლოეს დღეებში გაუქმება დააანონსა. მუნიციპალიტეტში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

,,ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს 1 ინკუბაციის პერიოდს არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში, აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

სამომავლოდ მსგავსი მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება რომ არ დადგეს, პრემიერმა ადგილობრივებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თეთრიწყაროში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 26 აპრილს ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]