weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

50 ლარი - ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

11:32 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ახალი კანონპროექტით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არგამოყენებისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირებისთვის კი ჯარიმა 500 ლარი იქნება. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, მომავალ კვირაში განიხილავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაჯარიმდებიან ის მგზავრები, ავტობუსისა და ტაქსისი მძღოლები, რომლებიც ახალ წესს არ დაემორჩილებიან.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მძღოლსაც და მგზავრსაც აქვს პირბადის ტარების ვალდებულება. რაც შეეხება ტაქსის, ტაქსით მგზავრობის დროს, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს ევალება ატაროს პირბადე. ამ შემთხვევაშიც, თუ მძღოლს ან მგზავრს არ ექნება პირბადე, გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარი", - ამბობს ანრი ოხანაშვილი და დასძენს, რომ მთავრობის მიზანი არ არის საზოგადოებისათვის მძიმე ტვირთის დამატება. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის არის აუცილებელი.

საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო ჯარიმების შემოღების საჭიროებაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, 1 ივნისის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მან იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტებს მოუწოდა, ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში განეხილათ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს რაციონალური და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ აუარესებდეს მოქალაქის სოციალურ მდგომარეობას.

5 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 805-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელებულია 650 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინის რეჟიმშია 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]