weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კაცი, რომელმაც ვარკეთილში უმისამართოდ ისროლა, ბინაშია ჩაკეტილი

14:49 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ვარკეთილში ერთ-ერთ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები 45 წლამდე კაცთან, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა და ახლა ბინაში მარტოა ჩაკეტილი.

„პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ  მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე გასროლა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები,“ - უთხრა ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვაჟა სირაძემ.

ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სროლამდე კაცს შელაპარაკება მოუვიდა შვილებთან, რის შემდეგაც უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა.

გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]