weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

20 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც რძალი მოკლა და მის სახლს ცეცხლი წაუკიდა - პროკურატურა

16:30 პარასკევი, 05 ივნისი 2020

კაცს, რომელიც რძლის სასტიკ მკვლელობაში იყო ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში, 2019 წლის 5 სექტემბერს, მამაკაცმა რძალს განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რის შედეგადაც ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კაცმა გარდაცვლილის  სახლს ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 187-ე მუხლით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]