weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სუს-ში დაიბარეს

18:53 პარასკევი, 05 ივნისი 2020

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, სეიდ მირთაგი ასადოვი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. რადიო ,,მარნეულის“ ინფორმაციით, დაკითხვა, ხვალ, 6 ივნისს, დღის 12 საათზეა დანიშნული.

,,ჩემი სუს-ში დაბარება, ბოლო პერიოდში, ჩემს სამოქალაქო და რელიგიურ საქმიანობას შესაძლოა უკავშირდებოდეს. ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს ჩვენ ხალხის გვერდით ვიდექით და ვამბობთ, რომ ჩვენ არეულობის მომხრეები არ ვართ და სიმშვიდე გვჭირდება. გვჭირდება ერთიანობა და ეს მიწა ყველას ეკუთვნის“ - ამბობს სეიდ მირთაგი ასადოვი რადიო „მარნეულთან“ საუბარში.

სუს-იმა მოწმის სტატუსით უკვე გამოკითხა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა. მისი თქმით, გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

ბაირამოვა ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რადგან მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე ვითარება სუსის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე დაიძაბა.

სუს-ის მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ. გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის 24 მაისის განცხადება, რომლითაც ის მარნეულის მერს ქალაქის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას სთხოვდა და ულტიმატუმს უყენებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]