weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21:35 ორშაბათი, 08 ივნისი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტში მუშაობდნენ.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, საბაჟო გამშვებ პუნქტში დასაქმებულებთა ტესტირება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„დღეს დაფიქსირდა ორი დადებითი შემთხვევა. არ არიან მარეთის კლასტერები, სრულიად ახალი ორი შემთხვევაა“, – აღნიშნა ეთერ ლაფერაძემ ტელეკომპანია „მარნეულთან“.

8 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 810 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ დროისთვის, ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე ინფიცირების შემთხვევები 812-მდეა გაზრდილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]