weather cur horoscope tv
სექტემბერი 27, 2020

გზის რეაბილიტაციის თანხის გაფლანგვის ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

12:40 სამშაბათი, 09 ივნისი 2020 hits 389

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშმრომლებმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, შპს ორბიტასდირექტორი მ.კ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას“ დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა - 188 000 ლარი. პროკურატურის მტკიცებით, კომპანიამ ამ თანხიდან მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, „ორბიტას“ დირექტორმა, მ.კ.-მ გაფლანგა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 182-ე მუხლებით წარედგინება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]