weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკუპანტების მიერ დაკავებული წალენჯიხელი ახალგაზრდები იზოლატორში იმყოფებიან

17:52 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც 6 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს, საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში დააკავეს 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია. მათ წინააღმდეგ გამოძიება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სისხლის სამართლის კოდექისის 324-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით“.

დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ეცნობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ისევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]