weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

სპორტის, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 73,7 მილიონით მცირდება

15:22 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020 hits 298

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები ჯამში 127,7 მილიონი ლარით მცირდება.

ძირითადი პროგრამების მიხედვით სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება მცირდება - 20,4 მლნ ლარით, პროფესიული და უმაღლესი განათლების - 9,3 მლნ ლარით, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის - 3,9 მლნ ლარით, ინფრასტრუქტურის - 17,6 მლნ ლარით, კულტურისა და სპორტის - 74 მლნ ლარით. სხვა დანარჩენ პროგრამებსა და ხარჯებს დაფინანსება 2,5 მლნ ლარით შეუმცირდება.

როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ბიუჯეტში შეტანილი ამ ცვლილებების შედეგად გამოთავისუფლებული თანხები COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას მოხმარდება.

ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ განხილვები, პარლამენტის ყველა კომიტეტსა და ფრაქციაში დღეს, 6 ივნისს დაიწყო, შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 17 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც კანონპროექტი შენიშვნებით გადაეგზავნება მთავრობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]