weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაშურის 13 კმ-იანი ოთხზოლიანი შემოვლითი გზა წლის ბოლომდე აშენდება – მთავრობა

16:39 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ხაშურის 13-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა და მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ამ დროისთვის, სამუშაოები 1.9-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამავე მონაკვეთზე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები ექნება.

„აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის დასრულების შედეგად, ასევე გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, გადაზიდვების ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კილომეტრიან გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]