weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

გამორიცხეთ „საქართველოს ტერიტორიაზე“ მყოფ ახლობლებთან კონტაქტი - ცხინვალი

18:17 ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020 hits 720
TASS TASS

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამორიცხონ რაიმე სახის კონტაქტი საქართველოსთან არსებული ე.წ. საზღვრის დამრღვევებთან და მინიმუმამდე დაიყვანონ კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ახლობლებთან და ნათესავებთან, რომლებიც „აქტიურად ინტერესდებიან სამხრეთ ოსეთში არსებული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით“. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ წერს.

დე ფაქტო ხელისუფლება ამის მიზეზად რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ასახელებს. КГБ-ს განცხადებით, ლუგარის ცენტრი წარმოადგენს რეგიონალურ პრობლემას, რომლის გადაჭრა აუცილებელია და ამაში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩერთოს.

დე-ფაქტო საპეცსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის არმიის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფის ზედამხედველობით ლუგარის ლაბორატორიის მიზანია, ბიოლოგიური იარაღის შექმნა, რომელიც ეთნიკურად ოსების განადგურებისაკენაა მიმართული. გარდა ამისა, КГБ -ს აზრით, ლუგარის ლაბორატორია მიზნად ისახავს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანებების აღმოჩენა და მოსახლეობის ქართულ და დასავლურ მედიკამენტებზე დამოკიდებულების გაზრდაა. КГБ აცხადებს, რომ ლუგარის ცენტრის სავარაუდო ბიოლოგიური საფრთხის შესახებ მუშაობას გააგრძელებს.

COVID-19-ის პანდემიის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ პროპაგანდისტული, შეცდომაში შემყვანი განცხადებები გახშირდა. 26 მაისს, სააგენტო „ტასსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვებას ითხოვს, რადგან „ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო შეშფოთებულნი არიან“. საქართველოს დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რუსული მხარის ამგვარ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დამალული არაფერია.

„ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას“, - განაცხადა გამყრელიძემ

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის შეფასებით კი რუსული მედია ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას ახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]