weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სიღნაღში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

14:16 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩვილი თავდაპირველად წნორში, კლინიკა „არქიმედეში“ მიიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში „რეგინფოს“ უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში, ლაგოდეხში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილის პოვნის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში დღეს შევიდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]