weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

გურჯაანის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

17:30 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ზ.ს. დააკავა.

სამსახურის უფროსმა ზაქარია ანანეიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ზ.ს. ორი დღის წინ დააკავეს. მისი თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ წვევამდელს 250 ლარი გამოართვა. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]