weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:06 პარასკევი, 12 ივნისი 2020
ფოტო © 1tv.ge ფოტო © 1tv.ge

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვებ-გვერდ Stopcov.ge-ს თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 837 შემთხვევა დასტურდება. აქედან 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახლად გამოვლენილი ცხრა შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან სამი სამედიცინო პერსონალია, სამი საკარანტინო ზონიდან - შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ორი გახლავთ უკვე დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტში მყოფი პირი, ერთის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 83%-ს შეადგენს. „კოვიდ-ცენტრებში, ამ მონაცემების გათვალისწინებით, მკურნალობს 127 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]