weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ქორწილში 10-ზე მეტი პირის თავშეყრისას, ყველა იქ მყოფი 2000 ლარით დაჯარიმდება – ოხანაშვილი

13:34 პარასკევი, 12 ივნისი 2020

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს 15 ივლისამდე თავი შეიკავოს ქორწილის, ქელეხის, იუბილის, ნათლობის და სხვა სოციალური ღონისძიებების მოწყობისგან. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ათზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ“, – განაცხადა ოხანაშვიმა.

რაც შეეხება 15 ივლისის შემდგომ სიტუაციას, ანრი ოხანაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე.

პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის საკითხს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]