weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პატრიარქმა ტრამპებს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გაუგზავნა

16:33 სამშაბათი, 01 აგვისტო 2017

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსსა და მის მეუღლეს უმასპინძლა. მათ სიონის ტაძარში დაცული სიწმინდეები დაათვალიერებინეს და ტაძრის ისტორია გააცნეს.

ილია მეორის კურთხევით, მაიკ პენსსა და მის მეუღლეს წმინდა ნინოს ჯვარი აჩვენეს, რომელიც მრევლის წინაშე წელიწადში მხოლოდ ორჯერ გამოდის.

„ვიცე-პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა ენახა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და ზუსტი ასლი ივერონის ყოვლად წმინდა ხატისა. ასევე, გვქონდა საშუალება გვეჩვენებინა წმინდა ნინოს ჯვარი. ვიცე-პრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება იმ სიწმინდეების მიმართ, რაც სიონის ტაძარში არის დაცული,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე ცნობით, ილია მეორემ მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი გადასცა, რომელიც ცნობილია როგორც თამარის ჯვარი. პატრიარქმა ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა, რომ მისი საჩუქრები - ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის და პირველი ლედისთვის, დონალდ და მელანია ტრამპებისთვის გადაეცა.

„ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან დიდი პატივისცემით უპასუხა საქართველო პატრიარქს, რომ ის პირადად გადასცემდა პატრიარქის საჩუქრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის,“ - აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. დღეს ის ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდა. ასევე შეხვდა „ღირსეული  პარტნიროი 2017“-ის მონაწილე სამხედროებს. მისი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. თბილისიდან მაიკ პენსი მონტენეგროში გაემგზავრება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]