weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბოლნისის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

16:47 ორშაბათი, 15 ივნისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც შეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას. აქ მოგეხსენებათ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და ეს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, სოფელ გეტაში, დღეიდან მოიხსნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა პრესკომფერენციაზე.

მთავრობის ადმინისტაციის უფროსმა მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და სახელმწიფოს მიერ მოხსნილი შეზღუდვებით გაჩენილი შესაძლებლობები გამოიყენონ მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-ით გაიზარდა და 879 შეადგინა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 704-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]