weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

22:40 ორშაბათი, 15 ივნისი 2020 hits 313
ფოტო © Jnews ფოტო © Jnews

ახალქალაქის ცენტრში დღეს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Jnews-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავიდან ჩხუბი ორ ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომლებიც ავტომობილებით ერთმანეთს გზას არ უთმობდნენ. მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად პოლიციამ გაისროლა. 

Jnews-ის ცნობით, მომხდარის შემდეგ ერთი ადამიანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ფეხის მოტეხილობით გადაიყვანეს. ჰოსპიტალის მენეჯერმა გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კი განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს თავის არეში დაზიანება აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]