weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ბავშვი დაიღუპა

17:26 სამშაბათი, 16 ივნისი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 6 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

აჭარის ტელევიზიას გარდაცვლილის მამამ უთხრა, რომ ავტოავარია მაშინ მოხდა, როდესაც ორ შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა.

„მანქანა მოდიოდა, მე გავჩერდი გზის გამყოფ ხაზზე, ყურადღება მივაქციე უფროს შვილს და ამ დროს მარია უკვე გამიფრინდა ხელიდან“, – ციტირებს აჭარის ტელევიზია მამის კომენტარს.

ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება, ამიტომ გადასასვლელი ხიდის გაკეთებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]