weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს 17 წელი მიესაჯა

16:49 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020 hits 677

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილი ქმედებასა და ცივი იარაღის ტარებაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქალაქ ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა.ლ-მ მეზობლის 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. სამართალდამცველებმა ის 24 სექტემბერს დააკავეს და სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) და 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]