weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

ხანგოშვილის მკვლელობა შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საფუძველი გახდეს

21:11 პარასკევი, 19 ივნისი 2020 hits 468

გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, შემოიღოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, 19 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელმა მერკელმა განაცხადა. 

მერკელმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიცია მანამდე გააჟღერა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა და ახლა საჭიროა, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.

რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემაზე საუბრისას, კანცლერმა აღნიშნა, რომ ბერლინი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა შორის ერთერთია კონფლიქტი უკრაინაში. შესაძლო სანქციების კიდევ ერთ საფუძვლად მერკელმა დაასახელა კიბერშეტევები ბუნდესტაგზე, რაშიც რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ. ანგელა მერკელის თქმით, ამ საკითხზე გერმანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ქვეყნების დონეზე.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ოფიციალური უწყებების მონაწილეობის შესახებ. პროკურატურის განმარტებით, ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, რუსი ეროვნების ვადიმ კ.-მ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების შეკვეთით მოკლა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]