weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიცია 19 წლის ფეხბურთელის საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იძიებს

09:51 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

მცხეთაში ოთხის დღის წინ დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგულის საძიებო სამუშაოები მტკვარსა და არაგვზე, ასევე ნაპირებზე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებში 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფია ჩართული. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება მცხეთაში მდებარე ერთერთ აგარაკზე, სუფრაზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ რეპორტაჟის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი ავტობანთან იკარგება, სადაც ის, მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მეგობართან ერთად ჩავიდა და თბილისიდან გამოძახებულ ტაქსს ელოდებოდა. რეპორტაჟის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობარს ვერცხლისფერი „მერსედესი“ მიუახლოვდა, გიორგის მეგობარი ავტომობილში ჩაჯდა, გიორგი კი გზის მეორე მხარეს გადავიდა. მისი ჩანთა ხიდის საყრდენი ბოძის ქვეშ არის ნაპოვნი. „მთავარი არხის“ ცნობით, გიორგის მეგობარი თბილისამდე ჩაიყვანეს და დიდუბეში დატოვეს. მათივე ინფორმაციით, ვერცხლისფერი „მერსედესი“ დალუქულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან სინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. 20 ივნისს, მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ. მაშველები აცხადებენ, რომ წყალში ახალგაზრდა მამაკაცის კვალს ვერ მიაგნეს.

გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]