weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ცხინვალის საავადმყოფოში სროლა იყო

11:27 ორშაბათი, 22 ივნისი 2020 hits 276

ოკუპირებული ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გუშინ სროლა იყო. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი შეიჭრა და უმისამართოდ ისროლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ინციდენტი გუშინ, დახლოებით 20:05 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გავიდა და ეჭვმიტანილი დააკავა. იარაღი ამოღებულია. მიმდინარეობს გამოძიება“, – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, განაცხადეს ე.წ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]