weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ყვარლის მცხოვრები დააკავეს

13:43 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მწყემსის დაკავების შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს მიიღეს.

„მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დ. ვ. სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად“, – უთხრეს „რეგინფოს“ შსს-ში.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და არსებული ინფორმაციით, ქართული მხარისთვის მწყემსის გადმოცემა უახლოეს მომავალში მოხდება. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. „რეგინფოს“ ზარებს არ პასუხობენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და მისი წარმომადგენელი სოფელ ალმატში.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკავებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები 23 წლის მწყემსია. მათივე ცნობით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]