weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

19 წლის გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

14:17 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც ოთხი დღის წინ მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში ნახეს.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 სათზე მიმართა, რის შემდეგაც საძიებო სამუშაოები დაიწყო. მას არაგვსა და მტკვარში, ასევე მდინარეების ნაპირებზე ეძებდნენ.

„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარება მცხეთაში მდებარე ერთერთ აგარაკზე, სუფრაზე მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ რეპორტაჟის თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი ავტობანთან იკარგება, სადაც ის, მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მეგობართან ერთად ჩავიდა და თბილისიდან გამოძახებულ ტაქსს ელოდებოდა. რეპორტაჟის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობარს ვერცხლისფერი „მერსედესი“ მიუახლოვდა, გიორგის მეგობარი ავტომობილში ჩაჯდა, გიორგი კი გზის მეორე მხარეს გადავიდა. მისი ჩანთა ხიდის საყრდენი ბოძის ქვეშ არის ნაპოვნი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვერცხლისფერი „მერსედესი“ დალუქულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

პოლიცია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]