weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ენგურის ხიდი ცალმხრივად გაიხსნა

15:12 ორშაბათი, 22 ივნისი 2020
ფოტო © livepress ფოტო © livepress

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, ორი დღით გახსნა. ადგილობრივი ონლაინ-გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეები ენგურის ხიდზე დილიდან გადადიან, თუმცა ტრანსპორტი არ მოძრაობს და ტვირთით დაახლოებით 2 კილომეტრს გადიან.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი 24 ივნისის ჩათვით იქნება გახსნილი. მათი თქმით, ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით, „რესპუბლიკაში დაბრუნებას შეძლებენ საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეები და აფხაზეთის მცხოვრებლები“.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ენგური“ იმუშავებს ყოველ დღეს, 9:00 საათიდან 19:00 საათამდე. საქართველოდან შემოსული ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი“, – აცხადებს დე ფაქტო ხელისუფლება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ცალმხრივად, დაახლოებით ერთი კვირით 26 მაისსაც გახსნა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]