weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის ბრალდებით თბილისში სამი უკრაინელი დააკავეს

17:43 ორშაბათი, 22 ივნისი 2020

თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული პ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ხ. და 2000 წელს დაბადებული დ.პ., ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართული.

„კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 25 აბი. ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]