weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თავდაცვის სამინისტრო ახალ სპეცტექნიკას შეიძენს

19:00 ორშაბათი, 22 ივნისი 2020
თავდაცვის სამინისტროს ფოტო თავდაცვის სამინისტროს ფოტო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს. უწყების ინფორმაციით, ახალი სპეცტექნიკის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას სამინისტროსა და შესაბამის პოზიციებში გამარჯვებული მომწოდებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

პროექტი თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების და ზოგადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეც-ტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების - გერმანული „MAN“- ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]