weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

16:59 ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020 hits 493

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. დღეს, სასამართლოს პლენუმის დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ტურავას მხარი ცხრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა - ირინა იმერლიშვილმა ოთხი ხმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 15 ივნისს გახდა, მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ტურავა თავმჯდომარეობის კანდიდატად მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, ხვიჩა კიკილაშვილმა და ვასილ როინიშვილმა წარადგინეს, ხოლო იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძის, თამაზ ცაბუტაშვილისა და თეიმურ ტუღუშის კანდიდატი იყო.

კანონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ტურავა „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მითვისების ნიადაგი თანდათან მოამზადა „ქართულმა ოცნებამ“ და ტურავას გამწესებით, საბოლოოდ უნდა ჩაყლაპოს ეს ინსტიტუცია. ვიცით, რომ ტურავას ამ პოზიციაზე ნომინირების კრიტერიუმი არა სამართლის ცოდნა, არამედ მისი „ოცნებისადმი“ უპირობო მორჩილებაა, რომელიც მან კარგად გამოავლინა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილებოდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით აირჩიეს. აქამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე პირველი კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

ტურავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს, ათი წლის ვადით აირჩია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]