weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

01:27 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. კრიტიკულად მძიმეა მეორე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ყელის არეშია დაჭრილი. მას გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 28 და 30 წლის მამაკაცები მიიყვანა. იმ დროისთვის ერთი უკვე გარდაცვლილი იყო.

დაპირისპირება ჩუმლაყში, მთავარ საავტომობილო გზასთან, 28 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. კონფლიქტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ამ თემაზე:

ჩუმლაყში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]