weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბოლო კვირებში COVID-19-ის მთავარი წყარო ტრაილერების მძღოლები არიან – გამყრელიძე

15:43 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამ კვირაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა. აქედან ერთი შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

„ტრაილერების მძღოლები ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არიან. დღემდე PRC-ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი. ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა PCR-ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია. დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 PCR ტესტი. ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული. 

„ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი. გაფართოვდა ტესტირების არეალი და დღეს 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ, რის შედეგადაც ზოგიერთ ლანბორატოერიაში რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა გაპარული, გადამოწმდა არადადებითი შემთხვევები და ეს ადამიანები, დადებითები დაუყოვნებლივ საკარანტინო სივრცეში იქნენ გადაყვანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 928 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86%-ია და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებში 119 კოვიდ-ინფიცირებული იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1.6%-ია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიკდილიანობის ეს მაჩვენებელი გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]