weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კარანტინი 6 ივლისს გაუქმდება

17:29 სამშაბათი, 30 ივნისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სოფელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

COVID-19-ის გავრცელების გამო, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა. მკაცრი კარანტინის გამოცხადების შემდეგ, პირველ მაისს სოფელში ინციდენტი მოხდა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს კორონავირუსით ინფიცირებული პირების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივებმა სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს და სოფლის დატოვება აიძულეს.

პირველ ივნისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სოფელი მუშევანი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. იმ დროის მონაცემებით, სოფელში კორონავირუსი 75 ადამიანს უდასტურდებოდა, 60-მდე ადამიანი კი საკარანტინო ზონაში იყო გადაყვანილი.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის სულ 928 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86%-ია და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებში 119 კოვიდ-ინფიცირებული იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1.6%-ია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, სიკდილიანობის ეს მაჩვენებელი გლობალურ მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]