weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

COVID-19-ით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან, 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

12:14 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსიით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ერთით გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

„მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა: იყო 928 და გახდა 931 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი იყო და 793-დან გადავედით 794-ზე. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევაა. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 85%-ზე მეტია. კოვიდ-ცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი შეემატა, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ცენტრში 22 ინფიცირებული რჩება.

„ორი ახალი პაციენტი მოთავდა ჩვენს ცენტრში, ერთი ავტომანქანის მძღოლი და მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. გაიწერა ერთი და დაგვრჩა 22 პაციენტი. ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კვლევებით, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომაროება საშუალო სიმძიმისაა. 22 პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია. დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]