weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

17:59 ოთხშაბათი, 01 ივლისი 2020 hits 448
სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დაესხა თავს. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებული დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობაში სცნო დამნაშავედ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ანა სუბელიანს, რაც ამ სახის არეში მოხვდა და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

„პროკურატურა მკაცრ პოლიტიკას ატარებს დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

2019 წლის 8 ნოემბერს კონოთეატრ „ამირანში“ ფილმი - „და ჩვენ ვცეკვავთ“ უჩვენეს, რის წინააღმდეგაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქცია გამართეს. ანა სუბელიანი ერთ-ერთი იყო, ვინც კინოთეატრში შესვლას ცდილობდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა იცნეს და მიზანმიმართულად ესროლეს მძიმე საგანი. ანა სუბელიანი ამბობდა, რომ პოლიციამ არაფერი გააკეთა მასზე თავდასხმის აღსაკვეთად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]