weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

სასამართლომ თავშეყრის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებულ 7 პირს ჯარიმები გაუუქმა

17:08 ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციის მიერ 3000 – 3000 ლარით დაჯარიმებულ 7 მოქალაქეს, ჯარიმები გაუუქმდა. საპატრულო პოლიციამ მოქალაქეები 17 აპრილს, გორში, დისტანციის დაუცველობის საბაბით დააჯარიმა.

მოქალაქეების ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა. ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა Qartli.ge-სთან განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან საჯარიმო ქვითრები უსაფუძვლოდ დაიწერა.

„პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს შვიდივე ადამიანი ერთად იდგა. სინამდვილეში ცალ-ცალკე იდგნენ: 3 მოშორებით, 3 ადამიანი მაღაზიასთან და ერთიც ცალკე. ეს ადგილი მოედანივითაა და დისტანცია აბსოლუტურად დაცული იყო. მოსამართლემ, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ჯარიმის ქვითარი გააუქმა. საქმეში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია წარდგენილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც (გარკვეული გამონაკლისების გარდა) საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იყო.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]