weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 55 274 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი რეკორდია

10:42 პარასკევი, 03 ივლისი 2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 55 274 ადამიანს დაუდასტურდა. Reuters-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დღიდან, ეს დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ცალკე აღებული ქვეყნის შემთხვევაში.

წინა რეკორდი 19 ივნისს, ბრაზილიაში დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსული ინფექცია 24 საათში 54 771 ადამიანს დაუდასტურდა.

Reuters-ის ცნობით, ივნისის შუა რიცხვებიდან COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აშშ-ის 50 შტატიდან 37-ში იზრდება. მანამდე, რამედენიმე კვირის განმავლობაში, დღეში სტაბილურად ფიქსირდებოდა დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა. პანდემიის ეპიცენტრი ფლორიდა და კალიფორნიაა.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით (2.8 მილიონი) მსოფლიოში პირველ ადგილზეა. COVID-19-ით იქ დაახლოებით 129 000 ადამიანია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]