weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს

12:22 პარასკევი, 03 ივლისი 2020 hits 250

ფოთში მკვლელობა მოხდა. 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სასიკვდილოდ გუშინ საღამოს დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში დაჭრილი უგონო მდგომარეობაში, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანებებით მიიყვანეს. მისივე თქმით, რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექმიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. კონფლიქტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]