weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სუს-ის საქმე არ არის, მედია როგორ სიუჟეტებს მოამზადებს – სახალხო დამცველი

13:33 პარასკევი, 03 ივლისი 2020

საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალიტებთან კომენტარი გააკეთა ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის რესპონდენტები გამოკითხა, შემდეგ კი ტელეკომპანიისგან დაუმოტაჟებელი მასალა გამოითხოვა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიმდინარე გამოძიებაში ჟურნალიტურ საქმიანობაზე ზემოქმედების მოტივაციას ხედავს.

„სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. მიმდინარე გამოძიება უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ რეპორტაჟის „ნაყიდი COVID 19“ დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს. მასალის გამოთხოვაზე ნებართვა თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა.

სუს-ის მტკიცებით, 20 ივნისს, „მთავარი არიხს“ ეთერში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით. სუს-ი აღნიშნავს, სიუჟეტში მარნეულში მცხოვრები რესპონდენტების აზრბაიჯანულენოვანი კომენტარები განზრახ იყო დამახინჯებული.

„ეს იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“, – აცხადებს სუს-ი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს საბოტაჟის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]