weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ფოთში მკვლელობისა და გატაცების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

17:30 შაბათი, 04 ივლისი 2020

პოლიციამ ფოთში, 2 ივლისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უგონო მდგომაროებაში მყოფი ვ.ტ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

„საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]