weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

09:40 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

დღეს, 6 ივლისს, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

გამოცდებისათვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგი განრიგით ჩატარდება: 6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა; 15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა; 16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია; 17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა; 18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა; 22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია; 24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია; 25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება.

კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრზე მეტი.

გამოსაცდელებს მიეცათ შესაძლებლობა საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, გამოცდა პირბადის გარეშე დაწერონ. ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი - ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]