weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება

15:16 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტული დარბაზების შემთხვევაში, ყოველ 6 კვ.მ-ზე ერთი ადამიანი დაიშვება. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, პირსახოცები კი ერთჯერადი შეფუთვის. გარდა ამისა, ლიმიტი წესდება ჯგუფური ვარჯიშებზე – ჯგუფში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.

„ვენტილაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. უპირატესი იქნება ბუნებრივი ვენტილაცია. ხელოვნური ვენტილაციის არსებობის შემთხვევაში, მინიმალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. ამ კუთხით შესაბამისი პროტოკოლი და წესი იქნება დადგენილი. დალაგების შემდგომ, სივრცე ორპირი ქარის პრინციპით უნდა“, – განაცხადა ფერაძემ.

აუზების შემთხვევაში, საჭირო იქნება წყლის ლაბორატორიული კვლევა კოლიბაქტერიებზე. შეზლონგებზე აკრძალული იქნება შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების მუშაობა მარტში შეჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]