weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შაქარაშვილის საქმე: პოლიცია იძიებს განზრახ დაწვეს თუ არა ადგილი, სადაც მოწმე იმალებოდა

16:46 სამშაბათი, 07 ივლისი 2020

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პოლიცია იძიებს, განზრახ დაწვეს თუ არა ის ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ (გური) ამირხანაშვილი იმალებოდა.

„ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, განზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი, ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“, – აღნიშნა ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გუშინ განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა, რაც 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 18 ივნისს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრნენ მცხეთაში.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ახალგაზრდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები ძალადობის თავიდან ასაცილებლად გაიქცნენ მდინარე არაგვის მიმართულებით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით დაედევნენ გაქცეულებს, რომლებმაც სცადეს მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმალვა“, – აცხადებს შსს.

გამოძიების ინფორმაციით, შაქარაშვილი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს. ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]