weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13:07 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 963-მდეა გაზრდილი, საიდანაც 841 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება. მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ამჟამად ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202. კორონავირუსის შედეგად, საქართველოში 15 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]