weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სიღნაღის სოფელ მაჩხაანთან ავტოავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა

14:04 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მაჩხაანი-ბოდბისხევის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა, ორი არასრულწლოვანი კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. 

ავტოავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 15 წლის არასრულწლოვნებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს. კლინიკა „არქიმედეში“ მოთავსების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.

ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]