weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

შვილებზე ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო

18:43 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილის მიერ ოჯახის წევრებზე შესაძლო ძალადობისათან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის დეპუტატის შვილები გამოკითხვაზე იმყოფებიან და მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ გრემელაშვილი შვილების ცემაში ნათესავმა, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მარიამ კუკუნაშვილი წერს, რომ მისი ბიძაშვილი ცოლ-შვილზე წლებია ძალადობს.

მიხეილ გრემელაშვილი სატელეფონი ზარებს არ პასუხობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. გრემელაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა. ამჟამად ის ფრაქცია „საქართელოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]