weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მამისა და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით მუხრანში 28 წლის მამაკაცი დააკავეს

10:09 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]