weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თბილისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბინიდან უმისამართოდ ისროდა

10:23 პარასკევი, 10 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 1997 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა.

შსს-ს ცნობით, „112“-ში სროლის შესახებ შეტყობინება 9 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდნენ.

„ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ - 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა.

მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]