weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

რუსთავში, ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

10:14 პარასკევი, 10 ივლისი 2020

რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, შემთხვევა 9 ივლისის საღამოს მოხდა - ცეცხლი ერთი ბინიდან მეორეზე გადავიდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის დამ მათთან საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლი გააჩინა მისმა ძმამ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. ქალის თქმით, დახმარებისთვის სპეციალურ დაწესებულებას ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ მისი ძმა ეტლით მოსარგებლე იყო, მიღებაზე უარი უთხრეს.

ხანძრის გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. მამაკაცთან ერთად ბინაში მისი დედაც იმყოფებოდა, ხოლო მეზობელ ბინაში, რომლიც მთლიანად დამწვარია, ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი იყვნენ. მათ დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]